ჭიათურის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას "ჩემი პირველი ნერგი" შეუერთდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას "ჩემი პირველი ნერგი" შეუერთდა.
ინიციატივის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სხვადასხვა სახეობის 312 ნერგი დარგეს.
მოსწავლეებთან ერთად ხეების დარგვის პროცესს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე შეუერთდა
აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.
პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.

