ცხელი ხაზი:252731

17 იანვრის თათბირი

17 იანვარი, 2022

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ოპერატიული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა.

თათბირს მერის მოადგილეები,მერიის სამსახურების, ორგანიზაციებისა და აიპი(ები)ს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ოპერატიულ თათბირზე მერმა ყურადღება გაამახვილა დიდთოვლობასთან დაკავშირებით სასოფლო გზებზე არსებულ მდგომარეობაზე.

სოფლებში ისევ აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი.

ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები.

უამინდობის მიუხედავად ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა თემს მიეწოდება.

დიდი თოვლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

 

გააზიარე