ცხელი ხაზი:252731

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

13 აპრილი, 2021

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საოპერაციო საქმიანობის კოორდინატორთან ჯემალ ხარაიშვილთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

"ეს არის დღე,რომელმაც გაგვაერთიანა იმ საერთო მიზნისთვის, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირნენ.
მათი გმირობა საქართველოს ისტორიაში დარჩება,როგორც თავგანწირვის, ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.

მამა გიორგი წერეთელმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

გააზიარე