ცხელი ხაზი:252731

2026 წლის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 270,6 მლნ. ლარით განისაზღვრა

23 დეკემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საკრებულოს სხდომას დაესწრო, სადაც 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი განიხილეს. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, რომან მუმლაძემ წარუდგინა. სხდომაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე.

2026 წლის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 270,6 მლნ. ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ასევე ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. აღნიშნული მიმართულებების ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დაფინანსება და მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობა.

გააზიარე