ცხელი ხაზი:252731

22 აპრილი დედამიწის დღეა

26 აპრილი, 2021

ამ დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა.

აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭიათურელთა კავშირთან "არსებული მოსწავლეთა საკრებულოს წევრებიც ჩაერთვნენ.

რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის სანდრო კავსაძის სახელობის მუსიკალურ სკოლასთან,ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სკვერსა და თეატრთან მარადმწვანე ნერგები დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მიიღო.

„ ქალაქის გამწვანებაზე ფიქრი და ჯანსაღი გარემოს შექმნა ყველა ჩვენგანის ვალია და მომავალში ბევრი ისეთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი,რაც ქალაქის კიდევ უფრო მეტად გამწვანებას და მწვანე საფარზე ზრუნვას შეუწყობს ხელს.“-განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

გააზიარე