23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა
ეს თარიღი ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.
2019 წელს,ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, ასევე დაწესდა წიგნის ჩუქების დღე, რისი მიზანიც საქართველოში ზოგადად წიგნის და წიგნიერების პოპულარიზაცია გახლავთ.
ამ დღესთან დაკავშირებით,ჭიათურის მუნიციპალიტეტს ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ გამგეობის სახელით, მაღალმთიანი სოფელ ხრეითის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 200 ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის და დასახელების წიგნი გადასცა საჩუქრად. მათ შორის-სამების საკათედრო ტაძრის მიერ ხრეითის სკოლის ბიბლიოთეკისთვის სპეციალურად გამოგზავნილი მოოქროვილი ბიბლია. კახა ლაბუჩიძე ბავშვებს იმ დიდი ტრადიციის შესახებ ესაუბრა, რასაც წლებია მსოფლიოში 23 აპრილს ზეიმობენ.
სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს ასევე მიესალმა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა გამომცემლობა“აზრის“ დამაარსებებლი მამუკა ხანთაძე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის სახელით, მადლობა გადაუხადა ისნის გამგეობას ყურადღებისთვის, მოსწავლეების წახალისებისა და სულიერების ამაღლებისთვის და იმედი გამოთქვა,რომ დღეს დაწყებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე,ხრეითის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ლაშხი და ხრეითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი არჩილ ჯაფარიძე.