ცხელი ხაზი:252731

25 თებერვლის თათბირი

25 თებერვალი, 2019

  დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე უძღვებოდა.
ოპერატიული თათბირი 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მიგებით -წუთიერი დუმილით დაიწყო. 
თათბირზე გივი მოდებაძემ ყველა სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.
მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება გიორგაძის ქუჩასა და საჩხერის გზატკეცილზე. 
მიმდინარეობს გზის მშენებლობის სამუშაოები ხრეითისა და ბიღის მონაკვეთზე, უახლოეს პერიოდში კი გაგრძელდება ტყემლოვანისა და ვაჭევის მონაკვეთზე გზების შეკეთება.
ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება ლეჟუბანში, სადაც ასევე დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები. 
დასასრულს მიუახლოვდა ქალაქში უახლოესი სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობა, რომლის დასკვნითი ეტაპი იქნება ფრანგული კომპანია ,,პომას“ მიერ ბაგირების დამონტაჟება. ქალაქისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რომლის პროექტირების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და მოიცავს ტრიბუნების, განათებების, შემოღობვის და სტადიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.
თათბირის დასასრულს საუბარი შეეხო მოახლოებული 3 მარტისა და 8 მარტის ღონისძიებების ჩატარებას. ერთ-ერთი ღონისძიება იქნება საქალაქო ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც მანდილოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

  

გააზიარე