26 მაისი ჭიათურაში
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! სამწუხაროდ,მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო,ეს მნიშვნელოვანი დღე პომპეზურად ვერ ავღნიშნეთ ,მაგრამ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს,ვისმა ღვაწლმაც ეს ქვეყანა მოიყვანა დღევანდელ დღემდე. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას"!-აღნიშნა გივი მოდებაძემ.
მემორიალი ასევე, გვირგვინით შეამკეს „ჯორჯიან მანგანეზის“ და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო