3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ტურნირს დაესწრო.
როგორც ჭიათურის მერმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არაერთი პროგრამა ხორციელდება და ჭიათურის მუნიციპალიტეტი მათზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.
„დღევანდელ ტურნირში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შშმ პირები მხოლოდ ბენეფიციარები არ არიან - ისინი აქტიური და შემოქმედებითი ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი მაგალითით გვინერგავენ მიზანდასახულობას და მოტივაციას. ჭიათურის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მათზე ზრუნვას, რათა შევუქმნათ უფრო მეტი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიური ჩართულობისთვის“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.
ტურნირში მონაწილეობდნენ ჭიათურაში რეგისტრირებული მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. გამარჯვებულები ფულადი პრიზით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, უსინათლოთა კავშირის ჭიათურის ფილიალის და 27-ე სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

