ცხელი ხაზი:252731

30 მარტს მსოფლიოში დედამიწის საათი აღინიშნა

1 აპრილი, 2019

30 მარტს მსოფლიოში დედამიწის საათი აღინიშნა. 
ამ დღესთან დაკავშირებით ჭიათურაში საღამოს ცხრის ნახევარზე გარე განათებები გაითიშა, 
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ კი,მოსწავლეთა საკრებულოსა და მეორე საჯარო სკოლის ინიციატივით და მუნციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ღონისძიება -„ აჩუქეთ ერთი საათი დედამიწას“ გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა 80 სანთელი ,,60+’’ გამოსახულებით აანთეს.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ,მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ხათუნა ცერცვაძემ, ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირის" თავმჯდომარემ შოთა გაფრინდაშვილმა და სხვებმა.
"დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

გააზიარე