9 აპრილი — ხსოვნის დღე
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მათ 9 აპრილის სკვერში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა ამირან მოდებაძემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს - ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი მომავალი თაობებისათვის და ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი”-განაცხადა გივი მოდებაძემ.
