ცხელი ხაზი:252731

#არაძალადობას

26 ნოემბერი, 2019

ჭიათურის მუნიციპლიტეტის მერიის თანამშრომლებმა 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ძალადობის მსხვერპლ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათ წინააღმდეგ განხორციელებული ყოველგვარი ძალადობა დაგმეს.

აქციაში, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, გენდერული ურთიერთობის საკითხების სპეციალისტის ეთერ აბესაძის მიერ დაიგეგმა, მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მონაწილეობდა.

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნდა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

დღეიდან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია დაიწყო, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ ამ პერიოდში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

გააზიარე