ცხელი ხაზი:252731

“ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების საქმეში“

26 მარტი, 2021

საგანმანათლებლო პროექტის “ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების საქმეში“ წევრები ჭიათურის მერს გივი მოდებაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს.

"ახალგაზრდების ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მათი იდეები, ასევე პროცესებში ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მუნიციპალიტეტის მხრიდან კი საინტერესო ინიციატივებს ყოველთვის ექნება მხარდაჭერა" - აღნიშნა გივი მოდებაძემ.

საგანმანათლებლო პროექტი,რომლის ხელმძღვანელია ინგა მაჭარაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ადგილობრივ მმართველობაში მონაწილეობას,მუნიციპალურ დონეზე სოციალური ვალდებულებებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას.

პროექტის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი ორგანიზაცია,რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იზრუნებს საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტების განხორციელებაზე.

 

გააზიარე