ახალი საბავშვო ბაღი ჭიათურაში
ჭიათურაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ კოსტავას ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი მოადგილე დავით ბიწაძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და კონკრეტული დავალებები გასცა.
პროექტის მიხედვით ბაგა- ბაღი კაპიტალურად გაკეთდება, მოეწყობა ეზო.
სამუშაოებს შპს „ელიტმშენი“ასრულებს
ბაგა-ბაღის მშენებლობაზე 502280 ლარი დაიხარჯება
მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.