ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების, „საშობაო სიმღერის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „შობის სასწაული“ პრემიერა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი თეატრალური სტუდია SOFART-ის სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.
წარმოდგენილი იყო ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების, „საშობაო სიმღერის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „შობის სასწაული“.


გივი მოდებაძემ თეატრალურ სტუდიას შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სცენაზე ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს თეატრისადმი ინტერესის გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ჭიათურაში კულტურული გარემოს გამდიდრებას.

თეატრალური დადგმის ავტორები და სტუდიის ხელმძღვანელები კოტე კახიშვილი და სოფო ლეთოდიანი არიან.