ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

ჭიათურა-პერევისის (ე.წ 25-ის საბაგირო) მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

26 აგვისტო, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ჭიათურა-პერევისის (ე.წ 25-ის საბაგირო) მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სადგურების აღდგენა-განახლების პროცესი ხორციელდება, პარალელურ რეჟიმში დაწყებულია შუა საყრდენი კონსტრუქციების მოწყობა.

გივი მოდებაძე სამგზავრო საბაგიროს სამშენებლო პროცესს კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. დეტალურად ისაუბრეს პროექტის მიხედვით ჩატარებულ და სამომავლოდ განსახორცილებელ სამუშაოებზე.

საბაგირო გზის როგორც ცენტრალური, ასევე პერევისის დასახლებებში არსებული სადგური ავთენტურობას შეინარჩუნებს. განახლდება ტექნიკური ნაწილი, გონდოლები, მანქანა დანადგარები და ბაგირები.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 600 000 ლარს შეადგენს.

გააზიარე