ჭიათურამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა
ჭიათურამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა.
ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე სკვერში,სადაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
საღამო გალა კონცერტით დასრულდა,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „ფორტემ და ბენდმა Mix2ra.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
საღამო მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.