ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში 8 მარტს წარმატებული ქალები დააჯილდოვეს

11 მარტი, 2019

  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით,აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრში 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, ჩამოსული მომღერლებიც მონაწილეობდნენ.
საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის ბიუროს უფროსი ლალი კაპანაძემ, მერიის ადმინისტრაციულისამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში ჭიათურაში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვეს. მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ ჭიათურელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილები და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

   

გააზიარე