ჭიათურაში ახალი სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ჭიათურაში,ე.წ 25 საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება,ხოლო ნინოშვილის ქუჩასა და ცხოვრებაძის ქუჩაზე სკვერები უკვე მოეწყო.
ე,წ მემორიალზე გაკეთდა საქართველოსა და ჭიათურის დეკორატიული დროშები. ამავდროულად, გამწვანდა საავტომობილო წრეები,ასევე დაირგო ნერგები ჭიათურის შემოსასვლელში.
მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ სამსახურის უფროსებთან ერთად ქალაქის ტერიტორიაზე დასრულებული და რეაბილიტირებული პროექტები დაათვალიერა. ასევე მოინახულა "სიგულდას"სკვერი,სადაც სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მერმა ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა და სამსახურის უფროსებს ახლად რეაბილიტირებულ ადგილებზე განათების დამონტაჟება დაავალა.