ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნება

2 ივნისი, 2026

ჭიათურაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნება.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში მოეწყო ჭიათურის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ფილაქანზე ხატვა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ჭადრაკის ბლიც-ტურნირი, თემატური სასურათე დეკორაციებით მოწყობილი საბავშვო სივრცე და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის გამოფენა.

ღონისძიების მონაწილეებისა და სტუმრებისათვის წარმოდგენილი იყო ანიმაციური გმირების , ილუზიონისტის, ჯამბაზების, ჟონგლიორების, ქიმიური და საპნის ბუშტების შოუები, ძაღლების შოუ, ასევე სახის გლიტერებით მოხატვის აქტივობა.

მრავალპროფილიანმა თავისუფალმა თეატრმა წარმოადგინა თოჯინური სპექტაკლი „ჯამბაზი და წრუწუნა მიციკი“, ხოლო დღის განმავლობაში გაიმართა კულტურის ცენტრის ბენდის და საბავშვო ჯგუფების კონცერტი.

ღონისძიებები ქალაქის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით, დიჯეი ზაზა გამყრელიძის მუსიკალური პროგრამითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას ჭიათურის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.

მერმა პატარებს ბედნიერი ბავშვობა, წარმატებული მომავალი და მშვიდობიან გარემოში ცხოვრება უსურვა.

„ბავშვებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა და განვითარებისათვის ღირსეული პირობების შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”-განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით,დიჯეი ზაზა გამყრელიძის მუსიკალური პროგრამითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

 

გააზიარე