ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ჩოგბურთის კორტი მოეწყობა და მას ისტორიულ-სამუზეუმო დატვირთვა ექნება

16 ივნისი, 2021

დღეს, ჭიათურის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტების შერჩევის საკონკურსო კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა ჭიათურაში ჩოგბურთის კორტის მოწყობისა და მისთვის ისტორიულ- სამუზეუმო დატვირთვის მინიჭების მიზნით, შპს ,,ნიუ გრუპის“ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება განიხილეს. კონკურსანტმა ტერიტორიის მოწყობის სიტუაციური გეგმა და დღისა და ღამის ეფექტით შემუშავებული ესკიზები წარმოადგინა. პროექტების შერჩევის საკონკურსო კომისიამ წარმოდგენილი წინადადება დადებითად, 8.4 ქულით შეაფასა.

მიმწოდებელმა (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) მოამზადა ჩოგბურთის კორტის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიისათვის ისტორიულ-სამუზეუმო ფუნქციის მინიჭების პროექტი.

ჩოგბურთის კორტი უნდა მოეწყოს ისტორიულ ადგილზე (ერისთავის ქუჩა)

განხორციელდეს კორტის მიმდებარედ არსებული ისტორიული ხის შენობის რეაბილიტაცია, სიძველის ეფექტის შენარჩუნებით;

ტერიტორიის შემოღობვა და დამცავი ბადეების მოწყობა;

გარე განათებისა და კორტების განათების სისტემების უზრუნველყოფა;

კორტების შესასვლელში არსებულ ლითონის ღობის ნაცვლად უნდა მოეწყოს ხის (სიძველის ეფექტით) ღობე.

განთავსდეს ჩოგბურთის ჩოგანის მაკეტი;

დაფა, რომელზეც განთავსებული იქნება ინფორმაცია ჭიათურაში ჩოგბურთის კორტების დაარსების თაობაზე;

მაქსიმალურად შენარჩუნდება სიძველის ეფექტი.

ჭიათურაში ჩოგბურთის კორტის მოწყობისა და მისთვის ისტორიულ- სამუზეუმო დატვირთვის მინიჭების მიზნით პროექტის შესყიდვას ჭიათურის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სამუშაოების განხორციელების ხარჯებს კი შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“ დაფარავს.

 

გააზიარე