ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

ჭიათურაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

6 თებერვალი, 2020

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სალონური საღამო-"ვკითხულობთ ერთად" გაიმართა.

ღონისძიებას ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები, საზოგადოების წარმომადგენლები,ასევე ჭიათურის მერი გივი მოდებაძე,მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მათ წიგნის როლსა და დანიშნულებაზე ისაუბრეს და ქართველი მწერლების ლექსებიდან და თხზულებებიდან ამონარიდები წაიკითხეს.
ადგილობრივმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

 

   

გააზიარე