ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

15 მაისი, 2020

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ სოფელ მერევი-ნიგოზეთის დამაკავშირებელი გზისა და სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქის მერი მშენებლებს შეხვდა, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და პროექტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

მერევი-ნიგოზეთის გზის რეაბილიტაცია ითვალისწინებს 4500 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებას. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 160 878 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,ქროსფოინთი“ აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი გზა სრულიად მოუწესრიგებელი იყო.

ნავარძეთის საჯარო სკოლაში გათვალისწინებულია გათბობის სისტემის მონტაჟი და სველი წერტილების მოწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ასრულებს.პროექტის განსახორციელებლად 49 746 ლარი იხარჯება.
სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულზე დასრულდება.

გააზიარე