ჭიათურაში ქართული სიმღერის ეროვნული კონკურსი ნატო მეტონიძის კონცერტით გაიხსნა
ჭიათურაში ქართული სიმღერის ეროვნული კონკურსი ნატო მეტონიძის კონცერტით გაიხსნა.
საღამოზე შესრულდა გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის გიორგი ცაბაძის და სხვა კომპოზიტორების ცნობილი კომპოზიციები.
კონცერტს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებას ასევე საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ესწრებოდა.
ქართული სიმღერის ეროვნული კონკურსი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის, ხელოვნების აკადემიის, ჭიათურის ს. კავსაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლის ორგანიზებით იმართება.
კონკურსის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.