ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში მიწისქვეშა გვირაბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 ნოემბერი, 2019

 ჭიათურაში, იაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი გვირაბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გვირაბში მიმდინარე სამუშაოები დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილე დავით ბიწაძესთან და სამსახურებთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნული მიწისქვეშა გადასავლელით ჭიათურის მოსახლეობა 1990-იანი წლების შემდეგ სრულყოფილად ვერ სარგებლობს, რადგან გაუწმენდავი და ჩაბნელებული გვირაბი საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მისი სრული განახლება გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 94 594 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე