ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20 ნოემბერი, 2018

საჩხერის გზატკეცილსა და გიორგაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. 
ორივე ქუჩაზე ჯამში 14 კორპუსის ფასადი შეიღებება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია ,,ერკერი“ და ,,რებილდი“ აწარმოებს.
მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ დაათვალიერა. 
14 კორპუსის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი დაიხარჯება. 

 

გააზიარე