ჭიათურაში მუზეუმების საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს
სხვიტორის აკ.წერეთლის სახლ-მუზეუმის და ჭიათურის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა-“ძველი ჭიათურა“ გაიმართა.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა ასახავდა ეპოქას,როდესაც ჭიათურა არა მხოლოდ ინდუსტრიული, არამედ კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად ყალიბდებოდა.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ : ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი ინგა მაჭარაშვილი,სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო განყოფილების მთავარი კურატორი ლეილა ზაბახიძე, მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა პაპიძე,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი.
„ სასიხარულოა,რომ დღეს აქ ორი ქალაქი გაერთიანდა, გააცოცხლა ძველი ჭიათურა და ასე ღირსეულად წარმოგვიჩინა მისი ისტორია და ღირებულებები.
მადლობა ამისთვის ჩვენს სტუმრებს- სხვიტორის მუზეუმს,მის ღვაწლმოსილ მუშაკებს.
ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდამჭერები -განაცხადა გივი მოდებაძემ.