ჭიათურაში „ნეირო ბალანსირების ცენტრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ფრანგიშვილის ქუჩა N9-ში „ნეირო ბალანსირების ცენტრის“ ახალი ფილიალის გახსნას დაესწრო.
ცენტრში აუტიზმის სპექტრისა და სხვადასხვა განვითარების სირთულის მქონე ბავშვები შეძლებენ ადრეული დახმარების, ინდივიდუალური თერაპიებისა და მრავალპროფილური გუნდის მხარდაჭერის მიღებას.
მომსახურებას უზრუნველყოფენ ფსიქოლოგები, ABA-თერაპევტები, მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტები, ასევე განვითარების სპეციალისტები, რომელთა მიზანია თითოეული ბავშვის შესაძლებლობების განვითარება და ოჯახების მხარდაჭერა.
„ნეირო ბალანსირების ცენტრი“ მოემსახურება როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ისე მიმდებარე მუნიციპალიტეტების ბავშვებს.
ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე,ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი,
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

