ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა იწყება

17 ივნისი, 2021

ჭიათურაში ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა იწყება. ადგილზე დღეს დილიდან შესაბამისი ტექნიკის საშუალებით შემოიტანეს სპეციალური დანადგარები რისი მეშვეობითაც ე.წ ,,Merry-go-round” კარუსელის მოწყობა მოხდება. პარალელურ რეჟიმში მუნიციპალური სამსახურები ტერიტორიის გასუფთავებასა და მის კეთილმოწყობას დაიწყებენ.

სამუშაოების დაწყებას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

,, ჭიათურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი კეთდება. ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარედ ჩვენ მოვაწყობთ რეკრეაციულ ზონას და სკვერს. დარწმუნებული ვარ ეს ტერიტორია განსაკუთრებულ სახეს შეიძენს და ამ ქალაქში მცხოვრებლებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება“ - განაცხადა ჭიათურის მერმა.  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული პროექტების დაფინანსებას შპს „ჯორჯიან მანგანეზი" უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ პიონერთა სასახლის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და  ამიტომ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შენობის რეაბილიტაციის პროექტირება გათვალისწინებული ვერ იქნება.

   

გააზიარე