ცხელი ხაზი:252731

 ჭიათურაში ,ყოფილი „პრესის სახლთან“ მდებარე ხიდის მშენებლობის პროცესი დასრულდა.

18 ნოემბერი, 2020

 ჭიათურაში ,ყოფილი „პრესის სახლთან“ მდებარე ხიდის მშენებლობის პროცესი დასრულდა.

მღვიმევის ქუჩასა და ე.წ ჯარბელის დასახლებას შორის მდინარე ყვირილაზე გამავალი ხიდი გაზაფხულზე ჩაინგრა და ერთ წელზე მეტია, სატრანსპორტო საშუალებები შემოვლითი გზით ქალაქის ცენტრის გავლით გადაადგილდებიან.

პროექტის მიხედვით, ამორტიზირებულ ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდა და მის ადგილზე ახალი- 45 მეტრი სიგრძისა და 11 მეტრი სიგანის კონსტრუქცია აშენდა და
ხიდის ორივე მხარეს ტროტუარი მოეწყო.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საქართველოს პარლამენტში ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, მერის მოადგილეებმა გიორგი ბიწაძემ,დავით ბიწაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო .პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა “სინათლე 2006“-მა განახორციელა.პროექტი,რომლის ღირებულებამ 600 000 ლარზე მეტი შეადგინა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა.

„ახალი ხიდის მშენებლობა ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ხიდის ჩანგრევის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებები შემოვლითი გზით, ქალაქის ცენტრის გავლით გადაადგილდებოდნენ. ხიდის ექსპლოატაციაში გაშვება ხელს შეუწყობს ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის განმუხტვას.“-აღნიშნა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

 

 

გააზიარე