ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში, ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ ღია საცურაო აუზი მოეწყობა

4 ივლისი, 2023

ჭიათურაში, ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ ღია საცურაო აუზი მოეწყობა.

 აღნიშნულ ტერიტორიზე პროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობის ,პარკინგის, ბილიკების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას, გარე განათების და ძელსკამების დამონტაჟებას.პროექტის ღირებულება: 1`357`577 ლარს შეადგენს.

 სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ,მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე,მერის მოადგილე დავით ბიწაძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

 „ჭიათურის მერის გივი მოდებაძის განცხადებით,აქ, წლების წინ, ღია საცურაო აუზი იყო ბავშვებისთვის ,რომლის აღდგენის სურვილი მოსახლეობას დიდი ხანია,ჰქონდა.ეს იქნება თანამედროვე ტიპის აუზი,სადაც ჭიათურლები ზაფხულის ცხელ დღეებს გაატარებენ "-აღნიშნა გივი მოდებაძემ.

პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2024 წელს.

 

გააზიარე