ჭიათურაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს იაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს,აქტიურ ფაზაში შევიდა
ჭიათურაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს იაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს,აქტიურ ფაზაში შევიდა.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ლითონის კონსტრუქცია, მინის გადახურვითა და მინისვე მოაჯირებით. დამონტაჟდება დეკორატიული სანათები.
პროექტის ღირებულება 663 087 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს ,,მედიატორი“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მერის მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და მშენებლებს შეხვდა.