ჭიათურაში საახალწლო ნაძვის ხე აინთო
ჭიათურის მერიის წინ მდებარე სკვერში საახალწლო ნაძვის ხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა აანთეს. გივი მოდებაძემ შეკრებილებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და მოსახლეობას სიმშვიდე, ბედნირება და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაში მონაწილეობა კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს. საახალწლო ღონისძიებები ჭიათურაში 24 დეკემბრიდან დაიწყება.