ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

ჭიათურაში საცურაო აუზის რეაბილიტაცია დასრულდა

25 ივნისი, 2018

ჭიათურაში საცურაო აუზის რეაბილიტაცია დასრულდა და უახლოეს დღეებში აუზი მუშაობას განაახლებს. დიდ აუზთან ერთად სრული დატვირთვით ამუშავდება პატარა აუზი, რომელიც გათვლილია 3- დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე.
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, აკაკი სამხარაძესთან ერთად 27-ე სპორტულ სკოლასთან არსებული საცურაო აუზის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა
ჭიათურის მერის თქმით, აუზს ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან რემონტი არ ჩატარებია და შესაბამისად, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მილ-გაყვანილობა, მთლიანად გამოიცვალა საქვაბის მოწყობილობა, ბოილერები და ფილტრები.
„ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით წვლილი შევიტანოთ საზოგადოების კეთილდღეობაში .ამდენად, მომავალ წელს აუზის იერ-სახის მოწესრიგებაზე ვიზრუნებთ-განაცხადა პაატა ნადირაძემ.
სამუშაოები შეასრულა შპს “კოლხა 2014“
პროექტის ღირებულება -117599,98 ლარი.

გააზიარე