ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა

26 მაისი, 2025

ჭიათურაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელსაც ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი სოფო გოგოლაძე უძღვებოდა, მონაწილეობა სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჩანგმა“,კვარტეტმა „ჭიათურამ“, საბალეტო და სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდიის „დანსფორუმის“ მოცეკვავეებმა მიიღეს.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მოწვეული მომღერლები: აჩიკო ბერიძე და აჩიკო ცანკაშვილი.

ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, სანდრო კავსაძის და ზურაბ ანჯაფარიძის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელების მიერ, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე,მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე