ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

16 იანვარი, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა.
სახელწიფო დროშები გამოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე.დღესასწაულს ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა და საკუთარი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან გადმოფინა დროშები.
მუნიციპალიტეტის მერიის წინ ქალაქის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება,სადაც შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, ქართული დროშის მნიშვნელობასა და ისტორიაზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ინგა მაჭარაშვილმა ისაუბრა. საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ მიულოცა.
ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი „ჩანგი“ აფორმებდა.
ღონისძიების ბოლოს, ქალაქის ქუჩებში დროშით მსვლელობა გაიმართა.

 

გააზიარე