ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში საზეიმოდ აღინიშნა წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება და ნაძვის ხის ანთება

28 დეკემბერი, 2025

ჭიათურაში საზეიმოდ აღინიშნა წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება და ნაძვის ხის ანთება.

ღონისძიებები მოიცავდა საშობაო ბაზრობას, ბავშვებისთვის განკუთვნილ აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ პროგრამას.ღონისძიებების ფარგლებში პატარა სტუმრებს ტრადიციულად თოვლის ბაბუამ გადასცა საჩუქრები.

დღესასწაულის კულმინაციად მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება იქცა.

ბავშვებთან ერთად, ნაძვის ხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ აანთო და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც თამუნა ამონაშვილი და ბენდი. ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, ანსამბლი „გორდელა“ და ჯგუფი „შერეკილები“ მონაწილეობდნენ.

"ახალი წლის დღეები" მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.

გააზიარე