ჭიათურაში ,,სიგულდას,, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან, მოადგილეებთან დავით წერეთელთან და დავით ბიწაძესთან, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ჭიათურაში „სიგულდას“ პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში პარკში მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა - დამონტაჟდება ახალი გარე განათების სისტემა, აშენდება შადრევანი, განთავსდება დასასვენებელი სკამები და მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. ასევე განხორციელდება ტერიტორიის გამწვანება, რაც პარკს კიდევ უფრო კომფორტულ, კეთილმოწყობილ და მიმზიდველ დასასვენებელ სივრცედ აქცევს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.

