ჭიათურაში სოფლების მიმართულებით გარე განათების ქსელი მოეწყო
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, გარე განათების ქსელი მოეწყო.
კერძოდ, გარე განათება მუნიციპალური ცენტრიდან სოფელ შუქრუთის-პერევისის-კალაურის-მერევის-უსახელოსა და ბერეთისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 16 კილომეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდა.