ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში სპორტული კვირეული ჩატარდება

20 სექტემბერი, 2018

ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის ჭიათურაში 23-დან 30 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ქალაქის 27-ე სპორტული სკოლის ჩართულობით სპორტული კვირეული ჩატარდება.
აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში შემდეგ ლოკაციებზე გაიმართება:
24 სექტემბერი--,,გამარჯვების პარკი"--შეჯიბრება ჭადრაკში.
26 სექტემბერი--ნაგუთის კულტურულ- სპორტული კომპლექსი--15-დან 18 სთ-მდე ძიუდოსა და ტაეკვანდოს სახეობაში საჩვენებელი გამოსვლები გაიმართება.
28 სექტემბერი--იაშვილის ქუჩაზე მდებარე ხელოვნურსაფარიან სტადიონზე 15-დან 18 სთ-მდე ჩატარდება მატჩი მინი ფეხბურთში

გააზიარე