ჭიათურაში,იაშვილის ქუჩაზე სკვერის კედელი ზღაპრის გმირებით მოიხატა
ჭიათურაში, იაშვილის ქუჩაზე, ახლად რეაბილიტირებული სკვერის კედელი ქართული ზღაპრების პერსონაჟებით მოიხატა.
მხატვრობა ჭიათურის სახვითი ხელოვნების სკოლისა და კულტურის ცენტრთან არსებული სამხატვრო სკოლა „ნიკალას“ პედაგოგებს ეკუთვნით.
ახლადმოხატული კედელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა და მხატვრებს მადლობა გადაუხადა სამუშაოების ხარისხიანად შესრულებისათვის.
გივი მოდებაძე პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერშიც იმყოფებოდა, სადაც სამგზავრო საბაგიროების მშენებელი კომპანია ,,დაგისკის“ წარმომადგენლებმა 5 ძირი საკურას ჯიშის ხის ნერგი დარგეს