ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში,ზედა რგანის (ე.წ „მშვიდობის“ ) მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

22 ოქტომბერი, 2024

აღდგენილი საბაგირო დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

1966 წელს ინჟინერ-კონსტრუქტორის გიორგი ფანცულაიას თაოსნობით აშენებულ უნიკალურ სახალხო-სამგზავრო ბაგირგზას კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად ავთენტურობა შეინარჩუნა.განახლდა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი -გონდოლები, მანქანა -დანადგარები და ბაგირები.

 პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 600 000 ლარი შეადგინა.

ასევე მალე დასრულდება ჭიათურა-პერევისის ( ე.წ 25-ის ) საბაგირო გზის რეაბილიტაცია.

ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული საბაგიროს გახსნის ცერემონიას გიორგი ფანცულაიას გუნდის წევრი, მაშინდელი მთავარი ენერგეტიკოსი და პირველი მგზავრი შოთა ნიორაძე ესწრებოდა

 

გააზიარე