ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

25 თებერვალი, 2021

 საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ 25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა.ზუსტად 100 წლის წინ, რუსეთის არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა. სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება,მაგრამ დროებით. საქართველო აუცილებლად გახდება ის ქვეყანა,რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები,ისინი ვის ხსოვნასაც დღეს მივაგეთ პატივი“-განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

  

გააზიარე