ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 13 660 231 ლარს შეადგენს.
თეატრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებით გათვალისწინებულია ძეგლის ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნება.