ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის წყალარინების სისტემის პროექტის განხილვა

13 თებერვალი, 2023

2023 წლის 21 თებერვალს 14:00 საათიდან 15:30 საათამდე ქ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მე-5 სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში, მისამართი: ქ. ჭიათურა, ე.ნინოშვილის N7, გაიმართება ჭიათურის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა.

 

პროექტი ხორციელდება ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის - “ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, წინასწარი პროექტი, დეტალური პროექტი და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება ბაკურიანის, დიდი მიტარბისა და ჭიათურისთვის“ პროექტის ფარგლებში.

გააზიარე