ცხელი ხაზი:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ჭიათურის გუნდი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა

26 ნოემბერი, 2026

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ დაიწყო და მასში მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.

პირველ ტურში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გუნდმა 24 ქულიდან 19 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ ცაგარელი და მუნიციპალიტეტების მერები.

,, რა? სად? როდის?” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 3 ეტაპად გაიმართება და 8 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

გააზიარე