ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო

25 ივნისი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო.

გივი მოდებაძემ საღამოზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და გიორგი ცაბაძის შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ ასეთ დიდ ადამიანებს, გავაცნოთ და დავანახოთ ახალგაზრდებს, თუ რამდენად ღირებულია ქართული მუსიკა და ის სახალხო სიყვარული, რაც ბატონ გიორგის შემოქმედებას ახლავს“, -განაცხადა გივი მოდებაძემ.

გიორგი ცაბაძის კომპოზიციები ადგილობრივმა მუსიკოსებმა წარმოადგინეს. ცნობილმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა კომპოზიტორის სიმღერა - „ჩემო თბილის ქალაქო“ შეასრულა.

ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე