ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის კულტურის ცენტრმა სტუდია „გუთანისა“ და რუსთავის სიონთან არსებული გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამრევლო სკოლის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს უმასპინძლა

4 ივნისი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან ერთად, ჭიათურის კულტურის ცენტრში სტუდია „გუთანისა“ და რუსთავის სიონთან არსებული გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამრევლო სკოლის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს - „ნათელა - ჩემი საუკეთესო მასწავლებელი“ დაესწრო.

სპექტაკლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნასა და მის მრავალწლოვან სულიერ და საგანმანათლებლო ღვაწლს მიეძღვნა.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, მამა ბასილ ფოსურმა, მეცნიერმა ივანე ჯაფარიძემ, სტუდია "გუთანის" ხელმძღვანელმა ლექსო გელაშვილმა, პედაგოგებმა ნანა ბურძენიძემ, მარინა ბედინაშვილმა და სხვებმა. მათ ისაუბრეს განათლების, სულიერი ღირებულებების, მასწავლებლის განსაკუთრებული როლისა და პატრიარქის ღვაწლის შესახებ.

აღინიშნა, რომ მსგავსი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ზნეობრივი ფასეულობების განმტკიცებას.

გააზიარე