ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის კულტურის ცენტრში მრავალპროფილიანი თავისუფალი თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

22 დეკემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, მრავალპროფილიანი თავისუფალი თეატრის სპექტაკლის პრემიერას დაესწრო.

რეჟისორ ვახტანგ გიგინეიშვილის სპექტაკლი - „სანტას წერილები“ ქალაქის კულტურის ცენტრში დაიდგა.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები ესწრებოდნენ.

პრემიერის დასრულების შემდეგ მერმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. გივი მოდებაძემ ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობას თითოეული ბავშვისთვის და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

სპექტაკლის პრემიერას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე