ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლას სკოლას სრული რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია უტარდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან ერთად ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლას სრული რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია უტარდება.
პროექტის მიხედვით, სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვაა გათვალისწინებული.
კერძოდ, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სწავლების პროცესი სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან განახლდება.
პროექტი საქართველო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 7,252,060 ლარით ფინანსდება.